Избранное сообщение

საახალწლო ზეიმი

воскресенье, 6 января 2019 г.

დამრიგებლის ანგარიში


თბილისის მე-11 საჯარო სკოლის
l-ვ კლასის დამრიგებლის მაია კვარაცხელიას ანგარიში
2018-2019 სასწ.წელი                                              l  სემესტრი
       ჩემს კლასში ირიცხება  25 მოსწავლე .არ მყავს სსმ საჭიროების მქონე. ვასწავლი შემდეგ საგნებს : ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა , ბუნებისმეტყველება , სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სპორტი .
         2018 წლის 17 სექტემბერს საზეიმო ღონისძიება ,,პირველკლასელთა მიღება სკოლაში ‘’ , ორგანიზებული იყო სკოლის ადმინისტრაციის მიერ . მოსწავლეებს დაურიგდათ სახელმძღვანელოები და კომპიუტერები . სასწავლო კვირის განმავლობაში მოხდა მოსწავლეების ადაპტაცია სკოლის გარემოში , ამ მიზნით დავგეგმე| შესაფერისი აქტივობები. კერძოდ : მინი ექსკურსია სკოლის დასათვალიერებლად. მოინახულეს დირექტორის, მანდატურების კაბინეტები და სამასწავლებლო . ბავშვები გაეცნენ ერთმანეთს და ჩამოუყალიბდათ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული .      
      ჩავატარე სადამრიგებლო გაკვეთილები . ვიმუშავე ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, სირთულეების დაძლევის სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავებაზე. ვისაუბრე ქცევის წესებზე, კონფლიქტური სიტუაციების დაძლევის გზების ძიებაზე .
       2018 წლის 12 ოქტომბერს ჩავატარე საზეიმო გაკვეთილი  „ანბანის შემობრძანება’’  გაკვეთილის მიზანი : მზადება კითხვის დასაწყებად.                                                                                                                                                                                                                                                                                                           
        მოსწავლეებს გავაცანი ასო-ბგერა  „ა“  და ასო-ბგერა  „ი“,  პატარებმა წარმოადგინეს წინასწარ ნასწავლი ლექსები და მოახდინეს მოთხრობის ინსცენირება, მიიღეს მონაწილეობა სასწავლო აქტივობაში.
    2018 წლის 23 ოქტომბერს პირველი ვიზიტი ლიტერატურულ თეატრში  სპექტაკლზე  „ნაცარქექია“.  მიზანი:  მოსწავლეებს  განუვითარდეთ  შემოქმედებითი  უნარი,  შეძლონ  სოციუმში  ადაპტირება,  როგორც  სპექტაკლს,  გაიაზრონ  თეატრის  მნიშვნელობა,  როგორც  შინაგანი კულტურის ჩამოყალიბებისათვის  მნიშვნელოვანი  ადგილი  (მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით).
      2018 წლის ოქტომბერი. კედლის   გაზეთის   შემოდგომის   თემაზე.  მიზანი: წელიწადის დროების გაცნობა.  შემოდგომის  ფერების  დასახელება  ბუნებისმეტყველებისა  და  ხელოვნების  გაკვეთილებზე. მოსწავლეებს  მივაწოდე  ინფორმაცია   წელიწადის  დროებზე,  გამოვყავით  შემოდგომა,  ხელოვნების  გაკვეთილზე  შევიქმენით  ერთობლივი  პლაკატი  ფერადი ფურცლების გამოყენებით.  სათაური: „ჩვენ შემოდგომის გვიყვარს ფერები“.
    2018  წლის  4 დეკემბერი  მეორე  ვიზიტი  ლიტერატურულ  თეატრში  სპექტაკლზე  „სალამურა“.  მოსწავლეები გაეცნენ  არჩილ  სულაკაურის  შემოქმედებას,  სკოლაში  დაბრუნებისას  მოახდინეს  მცირე  ზეპირი  რეფლექსია.  დახატეს  მოწონებული გმირები.
       2018  წლის  დეკემბერი  ხელოვნების  გაკვეთილი  მოსაწვევი  ბარათის შექმნა.  მიზანი:  მცირე მოტორიკის  განვითარება  და  შემოქმედებითი  უნარის განვითარება .
          2018  წლის  25  დეკემბერი  საახალწლო  ზეიმი . მიზანი:
      
       ·         მოსწავლეებმა  მონაწილეობა  მიიღონ  კლასის  ზეიმში.

·         იმღერონ მარტო  და  ჯგუფურად  აკომპანიმენტის  თანხმლებით.
·         აითვისონ  სასცენო  მეტყველება,  ინტონაცია,  მიმიკა,  სცენაზე  მოძრაობის  წესები.
       მოსწავლეებმა  გეგმით  განსაზღვრულ  შედეგებს  წარმატებით  მიაღწიეს.  ღონისძიების  თითოეული  მონაწილე  თანაბრად იყო  დატვირთული. ბავშვებს  სურდათ  საინტერესო  წარმოდგენა  ეჩვენებინათ  სტუმრებისათვის,  ეს მათ  მოტივაციას  ამაღლებდა.  ისინი  თამაშობდნენ  დარბაზში  მყოფი  ახლობლებისათვის  და ამით  ძალიან  ბედნიერები  იყვნენ.  სცენაზე  თავს  შესანიშნავად  გრძნობდნენ,  კარგად  გრძნობდნენ  საკუთარ  როლს  და  ცდილობდნენ  პერსონაჟისადმი  დამახასიათებელი  ინტონაციით  მეტყველებას.  ბავშვები  კარგად  ასრულებდნენ  გუნდურ  სიმღერებს. 

საახალწლო ზეიმი