Избранное сообщение

საახალწლო ზეიმი

вторник, 26 февраля 2019 г.

თემატური გეგმა - ქართული ენა და ლიტერატურა ( მე-2 სემესტრი )


შესასწავლი
თემა
,,ანბანის შემდგომი პერიოდი
შესასწავლი მასალა 
არდადეგები დამთავრდა’, ’ნინოს ნაამბობი’ , სოფელში’ , ზამთარი”'
ხეების დავა’’, ‘რა ჰქვია კვირის დღეებს” ,’სახალისო ლექსები’,
,,მოგზაური’ ,კატო ავად გახდა’ ’,, სოსოს ქუდი’’, თებერვალო,თებერვალო ’,,ენძელა’ ’,, ყველაზე ლამაზი დედიკო’ ’, დედიკოს დღე’ ’,, სკოლისაკენ ჰერი ,ჰერი !’’ ,, დილა ჩვენს ეზოში’’,,წითელი და მწვანე’’,,აბა,გამოიცანი!’’,,ცრუ’’,,თხუპნია’’,,მეგობრობა’’კომბლე’’ერთი დევი ყოფილა’ ’,,მატა და ვაგუ ’’,,გაზაფხული,,/ბაქია ბატკანი’’,, ჟაკო’’, ,ღრუბელი’’,, ეშმაკუნა იხვი ’’,ფაიფურის თოჯინა ’’,,ხატვის გაკვეთილზე ’’,,სიტყვის ძალა  ’’უშიშარი კაპიტანი’ ’, ,მატარებელი’’,, ამწეები’’,, ოთხი სურვილი’’,, წელიწადის დროები, ,,მზე შინა და მზე გარეთა’’ ,იაკობის სტუმარი’’
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • ტექსტის ხმამაღლა ,შეცდომების გარეშე წაკითხვა.
  • ილუსტრაციის დაკავშირება ტექსტთან .
  • კითხვის პაუზებისა და შესაბამისი ინტონაციური აქცენტების დასმა.
  • წიგნის სწორად მოხმარება.
  • მასწავლებლის მარტივი ზეპირი ინსტრუქციების შესრულება.
  • რთული სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტება.
  • ჯგუფურ აქტივობებში ადექვატური მონაწილეობის მიღება.
  • მეტყველებისას წინადადებების შესაბამისი მოდალობის გამოყენება.
  • ზრდილობიანი მეტყველების ფორმების გამოყენება.
  • ტექსტში წაკითხული ამბის მსგავსი გამოცდილების  გახსენება და გადმოცემა//
  • წიგნში მოცემული პირობითი ნიშნების (სიმბოლოების)აღქმა-დაფიქსირება.
  • აზროვნების გააქტიურება კოგნიტურ -ენობრივი სავარჯიშოების შესრულება.
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დადგენა კონტექსტისა და სავარჯიშოს მეშვეობით.
  • პერსონაჟისა და მისი საქციელის ადეკვატური სიტყვებითა და ფრაზებით შეფასება და სამეტყველო აქტივობებში ჩართვა’’
  • საბავშვო ლექსის წაკითხვა შესაბამისი პაუზებისა და ინტონაციით.
  • ადგენს წინადადებას.
  • უშეცდომოდ წარმოსთქვამს მცირე ზომის ლექსს’’
  • ფორმალური ნიშნების მიხედვით ამოიცნობს ზღაპრების წიგნს, სახელმძღვანელოს , საბავშვო ჟურნალს , ასრულებს რვეულის მათგან გამორიცხვის სააზროვნო ოპერაციას .
  • სწორად აფასებს პერსონაჟის საქციელს
  • ამჩნევს და ასწორებს შეცდომებს ნაბეჭდ ტექსტში
  • მონაწილეობს ტექსტის ინსცენირებაში
  • განარჩევს სიტყვასა და მარცვლებს
  • მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში , საჭიროებისადმი ცვლის სამეტყველო როლებს
  • აფასებს წაკითხულს
  • სხვის მიერ დაწყებული კითხვას აგრძელებს
  • სათანადოდ მოიხმარს წიგნსა  და სავარჯიშო რვეულს
  • პასუხს სცემს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს
  • ასრულებს და ამუშავებს ლექსიკურ სამუშაოებს
  • ფორმულირებას ახდენს კითხვითი და მტკიცებითი წინადადებების
  • ასათაურებს წაკითხულ ტექსტს
  • თავადვე ასწორებს კითხვის დროს დაშვებულ შეცდომებს
  • განარჩევს ლექსის ფორმას მოთხრობისაგან
  • ქმნის ილუსტრაციას ტექსტის ეპიზოდის მიხედვით.
საკვანძო კითხვები
  • ისაუბრეთ როგორია თქვენი სკოლა და საკლასო ოთახი !
  • რას გამოხატავს ეს წინადადება დარიგებას მოლოცვას თუ გაფრთხილებას?
  • წელიწადის რომელ დროზეა საუბარი ლექსში?
  • როგორ ზრუნავს ბესო ბებიაზე?
  • რა სცოდნია კიდევ ბესოს?
  • რომელ წინადადებაში რამდენი სიტყვაა?
  • რამდენი თანხმოვანი და ხმოვანია ამ სიტყვებში?
  • რომელი სიტყვა იწყება ხმოვნით რომელი თანხმოვნით?
  • მოიფიქრე და დაასახელე სიტყვები რომლებიც ხმოვნით იწყება და სიტყვები რომლებიც თანხმოვნით იწყება!
  • როგორია ზამთარი?
  • რა მოყვება ზამთარს თან?
  • რატომ არის ზამთარი ავი?
  • რა საჩუქრები მოაქვს ზამთარს?
  • რა არის დავა- საუბარი თუ კამათი?
  • რა არის ტრაბახი - კვეხნა თუ ჩხუბი?
  • რა დღეა დღეს ? გუშინ ? ხვალ ?
  • ისაუბრეთ რატომ არის ლექსი სახალისო!
  • მოძებნე და წაიკითხე სად ეძებდნენ ზურიკოს მამა ,დედა  ,მეზობლები.
  • ისაუბრეთ როგორი ბიჭია ზურიკო, როგორ მოიქცა იგი.?
  • დააკვირდი ნახატებს და გვიამბე რატომ არ მივიდა კატო სახლში.?
  • რატომ დაიხურა პატარა სოსომ მამის ქუდი.?
  • რატომ გაეღიმა მეზობელს სოსოს დანახვაზე?
  • რომელია ზედმეტი და რატომ?
  • რომელ თვეებს უწოდებს თებერვალი დობილებს?
  • რამ გაუხალისა თებერვალ გული?
  • რამდენი წინადადებაა მოცემულში?
  • რამდენი სიტყვაა თითოეულ მათგანში?
  • ისაუბრეთ რატომ არ ეშინია  ენძელას ზამთრის?!
  • რატომ არის ნათქვამი ,რომ ზამთარი ბებერია?
  • თქვენი აზრით, ზამთრის რომელ თვეზეა საუბარი?
  • რამ დააღონა ბებერი ზამთარი?
  • რას ნიშნავს ზამთარი ატირდა?
  • შენ რომ დაკარგულიყავი  როგორ მოიქცეოდი?
  • რა დგას ოთახის შუაში ? მაგიდის გარშემო ?მარცხნივ  ?მარჯვნივ ?უკან ?
  • რა მოჩანს კედელზე?
  • შენც დახატე მისალოცი ბარათი .რა დახატე?
  • აღწერე შენი მისალოცი ბარათი!
  • რომელ მილოცვას რომელ ბარათზე დააწერდი? რატომ?
  • დაასახელე რას ნიშნავს ეს სიტყვები :ეშურება , მარდად
  • დაასახელე ამ სიტყვებიდან რომელი არ შეესაბამება ნახატს
  • რით გაახარებს დაჩი მშობლებს
  • რა წაიკითხა დაჩიმ წიგნში
  • რამდენი სიტყვაა თითოეულ წინადადებაში
  • დაინაწილეთ როლები და წაიკითხეთ ჭადრის და ბეღურას საუბარი!
  • როგორ დავეხმაროთ ჯეჯილს ყაყაჩოს და ბავშვებს
  • გაითამაშეთ ქუჩაში მოძრაობის წესები
  • ისაუბრეთ რას აკეთებთ უფროსების დაუხმარებლად
  • ისაუბრეთ რატომ ჰქვია ამ მოთხრობას ,,ცრუ’’ , მოსაწონია თუ არა ბიჭის საქციელი
  • ისაუბრეთ თქვენ როგორ უვლით სასკოლო ნივთებს
  • აღწერე სურათი როგორია ეს გოგონა
  • დაასახელე რომელ დღეს რომელი მოსდევს
  • რატომ ეხმარებიან ბავშვები ბებია ლიზას?
  • რატომ არიან ბებია ლიზა და ბავშვები მეგობრები?
  • ისაუბრეთ თქვენ თუ დახმარებიხართ ვინმეს ? როგორ
  • თქვენ თუ დაგხმარებიან?
  • გაიხსენეთ როგორ იწყება და მთავრდება ზღაპარი
  • გაიხსენეთ ზღაპრის გმირები
  • რა ასწავლა მატამ ბაბუს?
  • როგორ ეცნობიან ერთმანეთს?
  • როგორია გაზაფხული?
  • რა მოყვება გაზაფხულს?
  • თუ მოგისმენიათ ამ ლექსზე დაწერილი სიმღერა?
  • რას ეკითხებოდა ბატკანი ძაღლს? ბატკანს ვირი? ბატკანი ყველას ?
  • რატომ დასცინის ყველა ბაქია ბატკანს ?
  • თქვენ რომელი ცხოველი ან ფრინველი გყავთ სახლში?
  • როგორ უვლით მას?
  • რომელი გინდათ რომ გყავდეთ?
  • სად დააბინავებდი თუთიყუშს? ძაღლს და თევზს?
  • ისაუბრეთ როგორია ეს ლექსი ხალისიანი თუ სევდიანი
  • როგორ მოიქცა ია ? რატომ შერცხვა მას ? რას იტყვით მისი საქციელის შესახებ
  • როგორ მოიქცა დაჩი ? როგორ მოიქცა მარიამი ?
  • როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ?
  • მოიფიქრე ამბავი
  • შეავსე წინადადებები ზეპირად და ისე წაიკითხე , გამოიყენე სიტყვები : თუ შეიძლება , მაპატიე , გმადლობ
  • რატომ ხედავდა ბიჭი მამას იშვიათად ?
  • რას უყვებოდა ხოლმე მამა შვილს ?
  • რაზე ოცნებობდა ბიჭი?
  • რას მისძახიან ვაგონები ორთქმავალს?
  • ისაუბრეთ ვის რა ტრანსპორტით გიმგზავრიათ
  • რა არ სჭრიდება სახლს?
  • რატომ მოსწონს ნიკოს ზამთარი?
  • რა ისურვა ნიკომ ?
  • შენ რატომ მოგწონს ზამთარი
  • გაიხსენე და ჩამოთვალე ზამთრის თვეები
  • რა არ შეეფერება ზამთარს?
  • რატომ მოსწონს ნიკოს გაზაფხული ? რა ისურვა ნიკომ ?შენ რატომ მოგწონს გაზაფხული ? გაიხსენე და ჩამოთვალე გაზაფხულის თვეები
  • რატომ მოსწონს ნიკოს ზაფხული ? რა ისურვა ნიკომ ? შენ რატომ მოგწონს ზაფხული ? გაიხსენე და ჩამოთვალე ზაფხულის თვეები
  • რატომ მოსწონს ნიკოს შემოდგომა ? რა ისურვა ნიკომ ? რა უთხრა ნიკომ მამას ? რას მიხვდა ნიკო ?
  • აღწერე სურათები და გვიამბე ვაშლის ხის თავგადასავალი
  • მოძებნე და წაიკითხე როგორ არის აღწერილი ლექსში დაღამების სურათი
  • რას ნახულობენ ძილში ბავშვები ?
  • ვინ შეუდგინა ბავშვებს დედაენა
  • რა უწოდე ქრისტინეს დედამ იაკობ გოგებაშვილს?
  • რით გაახარა ქრისტინემ იაკობ გოგებაშვილი?
  • შენ რით გაახარებ შენს მასწავლებელს
  • რისთვის უნდოდა ბავშვს სათვალე?
  • ვინ გავიდა ქუჩაში მამის დიდი ქუდით?
  • რატომ არ ეშინია ენძელას ზამთრის ?
  • რას იწერდა ნიკო უბის წიგნაკში ?
მკვიდრი წარმოდგენები
მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ტექსტის წაკითხვას . ტექსტის შინაარსის გაგებას . აზროვნების გააქტიურებას კოგნიტური სავარჯიშოების  მეშვეობით. მეტყველების ფორმების ადეკვატურ გამოყენებას და ამ ცოდნის გამოყენებას.
ტექსტის შინაარსთან საკუთარი გამოცდილების დაკავშირებას.
სამეტყველო აქტივობაში ჩართავს. აზროვნების გააქტიურებას ენობრივი სავარჯიშოს მეშვეობით. მარტივი ტექსტის წაკითხვა და მისი შინაარსობრივი დამუშავება.
ყურადღების მობილიზება და აზროვნების გააქტიურება წინადადებაზე მუშაობით. პატარა საბავშვო ლექსის ხმამაღლა წაკითხვა და თითქმის ზეპირად დასწავლა. კონტექსტის გარეშე მოცემულ სიტყვებს შორის საზღვრების დადგენა/გამიჯვნა . მოკლე წინადადებებს შორის საზღვრების დადგენა; მარტივი საბავშვო მოთხრობის წაკითხვა ინდივიდუალურად ,დიალოგში.ტექსტის შინაარსობრივი დამუშავება. საინფორმაციო ტექსტში მოცემული ინფორმაციის აღქმა -დამახსოვრება. კვირის დღეების სახელწოდების დამახსოვრება. მცირე ზომის ლექსების წაკითხვა და დამახსოვრება, სათაურიდან გამომდინარე ტექსტის შინაარსის გაგება. ტექსტის შინაარსობრივ-დეტალური დამუშავება. აზროვნების გააქტიურება კოგნიტური სავარჯიშოების მეშვეობით .ტექსტის დაკავშირება ილუსტრაციებთან და მათი დეტალური აღწერა. ილუსტრაციებს შორის ლოგიკურ-თანმიმდევრული ხაზის გამოკვეთაადმოცემული ამბის სიუჟეტის გადმოცემისას სამეტყველო აქტივობის წარმოება. ტექსტის დაკავშირება ილუსტრაციებთან და მათი დეტალური აღწერა . ნაბეჭდ ტექსტში შეცდომების პოვნა . ილუსტრაციის დაკავშირება ტექსტის შესაბამის ეპიზოდთან . მარტივი ტექსტის წაკითხვა სწორი ინტონაციით , წაკითხვა-გაგრძელებით. სიტყვებსა და საგნებს შორის მიმართების დამყარება .ნაცნობი ლექსიკური ერთეულების მეშვეობით სააზროვნო ოპერაციის ჩატარება . ლექსის წაკითხვა ინდივიდუალურად და ჯგუფთან ერთად , კითხვებზე პასუხების გაცემა . მარტივი საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა , გაგება , დამახსოვრება . ნაცნობი თემატიკის გამოყენებით სააზროვნო ოპერაციის შესრულება(კლასიფიკაცია) . წინადადების შედგენა მოცემული სიტყვებით , წინადადების დასრულება მოცემული სიტყვებით , კონტექსტის გათვალისწინებით , ნაცნობი კონტექსტის მასალაზე  სააზროვნო ოპერაციის (გამორიცხვის) ჩატარება. სწორი ლექსიკური ერთეულების გარჩევა ბარბარიზმებისაგან. მარტივი ინსტრუქციის ადეკვატურად გაგება და შესრულება. მარტივი ტექსტის წაკითხვა ინტონაციით როლებში. წინადადების საზღვრების დადგენა . ნაბეჭდ ტექსტში შეცდომების შემჩნევა და გასწორება . ნახატების მიხედვით ამბის თხრობა. სიტუაციურ თამაშში ჩართვა.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი კომენტარი. შეფასების რუბრიკები. ტესტი.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ქართ. დაწყ .(I ),1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,
კომპლექსური დავალებები
ტექსტის წაკითხვა,წინადადების დამუშავება ,ზედმეტის  გამორიცხვა,სურათის აღწერა,სასაუბრო,თემის დამუშავება კითხვა-პასუხის რეჟმში,ლექსის წაკითხვა,ენისგასატეხის,გამოცანის დასწავლა,როლური კითხვა,როლური გათამაშება,საინფორმაციო ტექსტში წინადადებების დასრულება.მუშაობა ტექსტზე და ნახატზე.,ცხოველების ნახატების განხილვა,გამოკრებითი კითხვა,,ნახატის მიხედვით თანმიმდევრული ამბის გადმოცემა,,ილუსტრაციების აღწერა ფაქტების თანმიმდევრობის მკვეთრი დაფიქსირებით.ილუსტრაციის ხატვა წაკითხულ ტექსტშიმოცემული თანმიმდევრობის დაცვით.დასაკავშირებელი სავატრჯიშოების შესრულება.რას რა ქვია კოგნიტური სავარჯიშო,მისალოცი ბარათის ხატვა,გრამატიკული სავარჯიშო,სავარჯიშო-ვთამაშობთ,ვსწავლობთ,ზღაპრის წაკითხვა მასწავლებლის მიერ კითხვის სხვადასხვა სტარტეგიების გამოყენებით.,ინსცენირება,ინსტრუქციის ტიპის ტექსტის  შეხსენება.,რუბრიკა-მოძებნე ,წაიკითხე,თამაში -მოთელვა,რუბრიკა დახატე!
შესასწავლი
თემა
,,წერითი სამუშაოები
შესასწავლი მასალა 
ასოების-,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, წერა,
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
ასოებს შორის მანძილის დაცვა,ხელის სწორი მოძრაობით ასოს მიმართულების და პროპორციების დაცვა,ასოებსა და სიტყვებს შორის მანძილის დაცვა,ასოს,სიტყვის,წინადადების გამოწერა ბადეში,ხელის სწორი მოძრაობით..წერითი სამუშაოების შესრულება მოსწავლის რვეულში,ადეკვატურად გამოყენება ბგერის გრაფიკული გამოსახულების,ასოს ,სიტყვის მოკლე წინადადების  გამოწერა ბადეში. ასოს,სიტყვის და მოკლე წინადადების გამოწერა  ბადეში.,მოცემული ასოებით სიტყვებისა და წინადადების  ბადეში გამოწერა.,სწორად თავსებს ასოებს ბადეში ,იცავს მანძილს ასოებსა და სიტყვებს შორის ;იყენებს წერტილს შორის;იყენებს წერტილს წინადადების ბოლოს.,იყენებს წერტილს წინადედბის ბოლოს.ბადეში ასოს,წინადადების სწორად  ჩაწერა.ბგერის გრაფიკული გამოსახულების ადეკვატური გამოყენება. მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვების მოთავსება და ჩაწერა შესატყვის ადგილას.,სწორად აფორმებს ნაწერს მასწავლებლის ინსტრუქციის დახმარებით, ნასწავლი მასალის მიხედვით ახალი ამოცანის გადაჭრა . წერს სიტყვებს ასეობის გამორჩენისა და ჩანართების გარეშე , არსებული ცოდნის გახსენების საფუველზე სააზროვნო პროცესის გააქტიურება , ნახატის ნაცვლად წინადადებაში სიტყვის ჩაწერა . წერითი სამუშაოების შესრულება , ნაწერის თვითშეფასება და შეცდომების გასწორება.თავისი ნამუშევრის ელემენტარული შეფასება და შეცდომების შესწორება , სასვენ ნიშნებზე ყურადღების გამახვილებით.სასვენი ნიშნების (? და .) დამოუკიდებლად დასმა . დამოუკიდებელი წერის ელემენტის სირთულის დაძლევა. მოსწავლე შეადგენს და წერს მარტივ წინადადებებს ნაცნობ თემაზე , სწორად აფორმებს მარტივ ხელნაწერ ტექსტს . მარტივ წინადადებების აგება და ჩაწერა რვეულში , შეუძლია შინაარსის თანმიმვდევრობით ტექსტის დალაგება და დალაგებული ტექსტის გადაწერა . კარნახით ტექსტის ჩაწერა რვეულში , წერს კარნახით დაფაზე . ადგენს მარტივ წინადადებებს და წერს რვეულში შეუძლია ნაბჭდი ტექსტის წსწორად გადაწერა ხელნაწერ ტექსტში გამორჩენილი სასვენი ნიშნების ჩასმა და გადაწერა , სწორად აფორმებს მარტივ საწერ ტექსტს , საკუთარი ნაწერის გასწორება
საკვანძო კითხვები
ქართ.დაწყ.(I) 13,14,15
მკვიდრი წარმოდგენები
ასოს , სიტყვის , წინადადების გამოწერა ბადეში
აზროვნების გააქტიურება ენობრივი სავარჯიშოს მეშვეობით .
ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების გამოკვეთა , დაფიქსირება , მცირე მოტორიკის განვითარება . ბადეში სიტყვის , ასოს სწორად ჩაწერა . ასოს , სიტყვის ,წინადადების გამოწერა ბადეში უშეცდომოდ . მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მოთავსება და ჩაწერა შესაფერის ადგილას . წინადადებბის ბოლოს წერტილის გამოოყენება . წერის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება . ნაწერის თვითშეფასება და შეცდომების გასწორება. სასვენი ნიშნების ( ? ; და ; . ) აღმა და ადეკვატურად გამოყენება წერითი სამუშაოების დროს . წერითი სამუშაოების შესრულება . დამოუკიდებელი წერის ელემენტის სირთულის დაძლევა . კონტექსტის მიხედვით ადეკვატური ფრაზის ამოცნობა და წინადადების წერილობით დასრულება .
წერის პროცესში მარტივი ტექსტის სწორად გაფორმება,სათაურის გამოყოფა ძირითადი ტქსტისგან და მისი სხვაგან ჩაწერა . მარტივი წინადადებების აგება და ჩაწერა რვეულში , მარტივ წინადადებების შედგენა . ხელნაწერ ტექტში გამორჩენილი სასვენი ნიშნების გამოყოფა და გადაწერა .
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი წერილობითი  და ზეპირი კომენტარი , შეფასების რუბრიკები


შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
  • დააკვირდი ,როგორ იწერება?
  • გადაწერე წინადადება
  • გაიმეორე ნიმუშის მიხედვით!
  • ,დაიცავი თუ არა ინტერვალი, მანძილი?ასოებს შორის,სიტყვებს შორის,წინადადებებს შორის?
  •  აღმოაჩინე შეცდომა,გაასწორე ნაწერი
წაიკითხე საკუთარი ნაწერი
  • .ჩაწერე გამოტოვებული ასოები,
  • შეადგინე წინადადება და ჩაწერე,დააკავშირე ტექსტი სწორ პასუხთან.
  • ჩაწერე გამოტოვებული სასვენი ნიშნები.
  • წერე კარნახით.
  • ჩაწერე სიტყვა და წინადადება.
კომპლექსური დავალებები
ასოების , სიტყვების , წინადადებების წერა , გამოწერა ჩაწერა , სამუშაოები დაფასთამ სახელმძღვანელოს რვეულში , რებუსი კითხვა-პასუხი